ბლოგი
სახელმძღვანელო

როგორ შევარჩიოთ იდეალური აუდიო აპარატურა სახლის წვეულებისთვის?

Dinamiki Event | 2025

წარმოიდგინეთ, მეგობრები მოვიდნენ, ყველაფერი მზადაა, მაგრამ მუსიკა კარგად არ ისმის. ტელეფონის ან პატარა ოთახის დინამიკის ხმა სტუმრების ხმაურში იკარგება და წვეულების განწყობაც ნელ-ნელა ქრება. მოდით გულწრფელები ვიყოთ, მუსიკა ქმნის წვეულებას! თუ გსურთ, რომ თქვენი ივენთი დაუვიწყარი იყოს, აუდიო აპარატურის ქირაობა ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა. მაგრამ როგორ მივხვდეთ, რა სიმძლავრის ტექნიკა გვჭირდება?

სტუმრების რაოდენობა

პირველ რიგში, სტუმრების რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ. თუ დაახლოებით 30 ადამიანამდე წვეულებას აწყობთ, ერთი მძლავრი SONY-ს ბლუთუზ დინამიკის ქირაობა სრულიად საკმარისია. ის მარტივად უკავშირდება ტელეფონს და საკმაოდ სუფთა, მაღალ ხმას იძლევა. ხოლო თუ 30-ზე მეტ სტუმარს ელოდებით, შეგიძლიათ უბრალოდ მეორე SONY-ც დაამატოთ და ეგ არის, იდეალური საცეკვაო გარემო უკვე უზრუნველყოფილია. უფრო მასშტაბური ივენთებისთვის კი შეგიძლიათ ჩვენი პროფესიონალური Behringer-ის მოდელები განიხილოთ.

სივრცის გათვალისწინება

მეორე მნიშვნელოვანი დეტალი სივრცეა. ოთახში ხმა კედლებიდან აირეკლება, ამიტომ დახურულ სივრცეში ხშირად ერთი დინამიკიც კარგ ეფექტს იძლევა. მაგრამ თუ წვეულებას ტერასაზე ან ეზოში აწყობთ, გაითვალისწინეთ, რომ ღია სივრცეში ხმა მალე იფანტება. ასეთ დროს აუცილებლად დაგჭირდებათ კარგად შერჩეული ხმის სისტემა წვეულებისთვის, რათა ბასი არ დაიკარგოს და მუსიკა ყველგან თანაბრად ისმოდეს.

რატომ ქირაობა?

მოკლედ, რატომ უნდა იყიდოთ ძვირადღირებული აპარატურა წელიწადში ერთი-ორი ივენთისთვის, როცა დინამიკების გაქირავება თბილისში ასეთი მარტივია?

გეგმავთ წვეულებას? Dinamiki Event-ზე შეგიძლიათ უმარტივესად შეარჩიოთ და წაიღოთ თქვენზე მორგებული აპარატურა. ჩვენ დაგეხმარებით ღონისძიების ტექნიკური უზრუნველყოფის სწორად დაგეგმვაში, რათა თქვენ მხოლოდ სტუმრებთან ერთად გართობაზე იფიქროთ.

დაჯავშნე ახლავე